საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს “ნაციონალურ მოძრაობაში” მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:
“ამასწინათ ინგა გრიგოლიამ მკითხა ტელეეკრანიდან, თუ ლევან ხაბეიშვილი სახალხო ლიდერად მიმაჩნია, რატომ გაუშვიო პარტიის თავმჯდომარეობიდან.
მაშინ მისი სხვაგან გადასვლა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და ვინაიდან არჩევნებამდე ცოტა დრო რჩებოდა, ჩვენი გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმას, რომ ოპოზიციის ბაბლის, პირობითი ვერა-ვაკის, მედიის უმეტესობა მის წინააღმდეგ დაირაზმა, აბუჩად იგდებდნენ, ინგლისურის არ ცოდნას უწუნებდნენ და ა.შ.
მაშინ ეს იყო ჩვენი მხრიდან მტკივნეული და ალბათ გაუმართლებელი კომპრომისი. ინგლისური შეიძლება ზოგი “პეროიანი” კუტოკელი “პოლიტიკოსივით” არ იცის (თუმცა სწავლობს), მაგრამ ამ უკანასკნელებისგან განსხვავებით ხალხი უყვარს და მისი ენა ზედმიწევნით კარგად გაეგება და ის ძალიან გაბედულია.
რაც შეეხება თიკა ბოკუჩავას, ის ჩემი სრული მხარდაჭერით სარგებლობს და მასაც
აქვს თავისი ძლიერი მხარეები.
საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია. ჩვენ უნდა გვქონდეს ჰორიზონტალური სტრუქტურა, სადაც ლიდერებს ხალხი თვითონ გამოკვეთავს და რაღაც მომენტში, რომელიღაც ლიდერი მაინც დაუსხლტება ხელიდან დიქტატურას და წერას გამოუყვანს მათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

