spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული...

მიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა

ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია. მისივე თქმით, ქართველები მეღვინეობის რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით ვამაყობთ, რაც ჩვენს მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა სამ ათას წელს ითვლის, ხოლო 17 საუკუნის წინათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ღირებულებითი ორიენტირი. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული – ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია. ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში, ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას.

სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს: როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით, რომელიც ქართული სუფრისა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში აცოცხლებს.

ვაზი და ღვინო არის ქართველი ადამიანის ყოფიერების მთავარი ძარღვი და ამას ჩვენი ტაძრების კედლებზე ნაკვეთი ვაზის მტევნები და ჩუქურთმებიც ადასტურებს. ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის ვაზი ისეთივე წმინდა იყო, როგორც თავად ტაძარი. ჩვენი საგალობლები, ფოლკლორი და ლიტერატურა გაჟღენთილია ვაზის სიყვარულით. ყველგან – „შენ ხარ ვენახის“ საკრალურ საგალობელში, მქუხარე მრავალჟამიერსა თუ ჩვენი დიდებული პოეტების შემოქმედებაში – ვაზი არის სიწმინდის, სიცოცხლისა და გადარჩენის გამოხატულება.

საქართველოს გაქრისტიანების უმთავრესი სიმბოლო კი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია, რომელიც მარად შეგვახსენებს ჩვენი რწმენისა და მშობლიური მიწის ურღვევ ერთიანობას.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეღვინეს, თითოეულ გლეხს, რომელიც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...