spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ,...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს დეტალურად იხსენებს:

ამას პირველად ვწერ!

რა იყო 2004 წლის 5 მაისი? ეს იყო რუსეთის მარიონეტის, ასლან აბაშიძის, მოშორების და აჭარის საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების დღე.

ეს, დღევანდელი სტანდარტით, იყო ბრწყინვალე ჰიბრიდული ოპერაცია. ამ ოპერაციას ვხელმძღვანელობდით მე და მაშინდელი უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.

ჩვენ ძალიან გვეხმარებოდნენ ქართული მედია და აჭარის ოპოზიციური აქტივისტები. ჩვენ მოვაქციეთ აბაშიძე დიპლომატიურ ბლოკადაში, ჩავატარეთ რამდენიმე წარმატებული სადაზვერვო ოპერაცია მისი შიდა გარემოცვის დასაშლელად. გავაძლიერეთ აჭარის ოპოზიცია და მას შემდეგ, რაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ჩოლოქს მივაყენეთ საქართველოს შეიარაღებული ძალები და გავუგზავნეთ ასლანს სიგნალი, რომ თუ ის დემონსტრაციას დაარბევდა, ჩვენი არმია შევიდოდა ბათუმში და დააპატიმრებდა მას. ამ ოპერაციაში ჩვენ ძალიან მოხერხებული დიპლომატიური მანევრებით დავაბნიეთ და გავანეიტრალეთ რუსები. მისდა უნებურად დაგვეხმარა მაშინდელი რუსეთის საგარეო მინისტრი ივანოვი, რომელიც იძულებული გახდა, წაეყვანა აბაშიძე. თუმცა მანამდე რუსეთი განიხილავდა აჭარას, როგორც მთელი საქართველოს დამორჩილების ინსტრუმენტს.

საბოლოო ჯამში, ეს იყო დიდი ისტორიული გაკვეთილი იმისა, თუ რა სასწაული შეიძლება მოხდეს, როდესაც ხალხი, მთავრობა და ჯარი ერთ მუშტად მოქმედებენ საქართველოს დასაცავად.

და დიახ, 2004 წელს აჭარის რევოლუციამ გადაარჩინა საქართველო დაშლისგან!

ასლან აბაშიძე რუსეთმა სპეციალურად გამოზარდა, რათა აჭარის მაგალითზე შეექმნა ალტერნატიული საქართველოს მოდელი – რუსეთზე დამოკიდებული, ეკონომიკურად შედარებით განვითარებული და უფრო უსაფრთხო, ვიდრე დანარჩენი ქვეყანა. შევარდნაძის დროს თბილისის სისუსტემ ეს შესაძლებელი გახადა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...