spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ...

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკურ გათვლებზე მიანიშნებს:

დღეს ნათლად გამოჩნდა, რას ემყარება რეალურად ბიძინას იმედი:

ირაკლი კობახიძემ ერევნიდან თქვა:
ჩვენ ვაკავშირებთ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთნ შვიდ ქვეყანას, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი.

ასევე დღეს “ოცნების” დეპუტატმა, მაჭავარიანმა გაიმეორა:
მათ სცადეს ჩვენი არჩევნებით დამარცხება, შემდეგ სცადეს ხუთჯერ რევოლუციის მოწყობა და არაფერი გამოუვიდათ. მოუწევთ შეგუება, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ხელისუფლება და უნდა დაგველაპარაკონ.

შესაბამისად ბიძინას გზავნილი დასავლეთისადმი ასე ჟღერს:
თუ რეგიონთან სავაჭრო და ენერგეტიკულ სფეროებში პარტნიორობა გინდათ, ეს საქართველოს გარეშე არ გამოვა, ყველა გზა ამ ქვეყანაზე გადის, მარტო საქარღველოს აქვს ზღვაზე გასასვლელი, საქართველოში კი ბოსი მე ვარ. ხომ ხედავთ ძვრას ვერ მიშვებით, აქციები მორჩა, ოპოზიცია სუსტია, შესაბამისად კიდევ დიდხანს ვიქნები, ამიტომ მოგიწევთ ჩემთან დალაპარაკება.

აზრს მოკლებული სულაც არაა მისი გათვალა. მართლაც საქარღველოა რეგიონის კარიბჭე და საქართველოში არაფერი ხდება დღეს ისეთი, მის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნიდეს. შესაბამისად, ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი და პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე უნდა დაუზავდნენ.

ერთადერთი, რამაც შეიძლება ბიძინას ეს გათვალა საფრთხის ქვეშ დააყენს, ეს ე.წ. ტრამპის მარშუტის ამუშავებაა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან სომხეთის გავლით აკავშირებს. ამ მარშუტის ამუშავების შემდეგ საქართველოზე გამავალი გზა აღარ იქნება ერთადერთი ზღვაზე გასასვლელი“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...