spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფასების საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს" -...

“ფასების საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს” – გია ნოდია

ფასებთან საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობებს თუ შეფასებებს, კონკრეტული პოზიციით და დეტალური განმარტებებით, ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

ფასების საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს და აჩვენებს, რომ ეკონომიკის ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე ადამიანთა უბრავლესობას ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

პირადად კვლევები არ ჩამიტარებია, მაგრამ დასავლეთევროპულ სუპერმარკეტებში გამივლია და მჯერა, რომ ტიპური სასურსათო კალათა იქ უფრო ძვირი იქნება, ვიდრე მსგავსი კლასის ქართულ სუპერმარკეტში (ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ რაღაც სპეციფიკური პროდუქტი ჩვენთან უფრო ძვირია – მაგალითად, ხანდახან ყავა იქიდან ჩამომაქვს, იმიტომ რომ უფრო იაფია).

ამ საკითხზე ხელისუფლებასთან ჭიდაობა მაინცდამაინც ჭკვიანური არ მგონია. თუ რამეს ამტკიცებ, კონკრეტული რიცხვები უნდა მოიტანო სწორედ კალათის დონეზე. არ არის რთული – აიღე საბაზისო პროდუქტების სია, შედი იმათ კარფურში და შენსაში (მაგალითად) და დაითვალე.

ცხადია, რომ მათი ხელფასები მრავალჯერ მაღალია, მაგრამ ეს ზოგადად ეკონომიკური განვითარების საკითხია და არა კონკრეტულად ფასების. ფასებს ვერ დააძალებ, მომხმარებლის შესაძლობლობებს შეეწყოს. ვიცით, რომ ევროპაში ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ და ვერც ერთი მთავრობა ამას ერთბაშად ვერ შეცვლის. ვიცი, რომ ზოგადად უვარგისი მთავრობა გვყავს, მაგრამ ამაზე არ უნდა ედავო.

მაგრამ მთავრობის ჩარევები ვითომ პროდუქტების გაიაფების მიზნით და მერე სუპერმაკეტების საზეიმო (მაგრამ ბუნდოვანი) განცხადებები, მთავრობის ხათრით რაღაცეებს გავაიაფებთო, ფარისევლoბის და დემაგოგიის მწვერვალია. მთავრობაც და ბიზნესიც სრულ უსირცხვილობას იჩენენ იმ იმედით, რომ ხალხი ბნელია და რასაც გინდა დააჯერებ.

ჰიპოთეტურად სავსებით ვუშვებ, რომ არსებობს რაღაც კარტელური გარიგებები და ფასები ხელოვნურად ნარჩუნდება უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ბაზრის ლოგიკა მოითხოვს. მაგრამ ზოგადად თქმა, რომ შეიძლება ასე იყოს, არაფრის მომცემია. თუნდაც თუ ეს მართალია, არაფრიდან ჩანს, მთავრობას ჰქონდეს უნარი ან ინტერესი, ამას რაიმე უშველოს – ან ალტერნატულ ძალას ჰქონდეს მდგომარეობის გამოსწორების კონკრეტული გეგმა (გადასახადების დაწევის უნივერსლურ რეცეფტს არ ვგულისხმობ)“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დედა დამიბრუნეთ😣…” – ელისო კილაძის შვილი

სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...