ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს, ირონიის თანხლებით:
“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი:
გაექცათ ინფლაცია, ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა;
გააძვირეს დენი 30 პროცენტით;
გააძვირეს პირადობის და სხვა დოკუმენტების აღება;
გაზარდეს ჯარიმები პარკინგზე და სხვა საგზაო დარღვევებზე;
გააძვირეს 6 წელზე უფროსი მანქანების განბაჟება;
გლეხებს აუკრძალეს მთავრობის ნებართვის გარეშე კომერციული მიზნებით ვენახის გაშენება;
პენსია გაზარდეს 20 ლარით, ხოლო პარლამენტარის ხელფასი 10 000 ლარით (ქონდათ დაახლოებით 3000 და ახლა აქვთ დაახლოებით 13000).
მეტი რა ქნან?” – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

