spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ორგანიზებით, ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მსოფლიო ჯაზის დღესთან დაკავშირებით, მუსიკალური საღამოები 29-30 აპრილს გაიმართა. მასში ქართველი, ფრანგი და ამერიკელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

პირველ საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და სპეციალური სტუმარი აშშ-დან კენი ვაშინგტონი, ასევე, ბიგ-ბენდის სოლისტები – მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ეკა დოლიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ასევე ჯგუფი The Georgian Six. ხოლო 30 აპრილს გამართულ კონცერტში ფრანგი ვოკალისტი მელვინ ტრევისი მონაწილეობდა. შესრულდა ბიგ-ბენდის მუსიკოსების – კახი ჯაგაშვილის, დინი ვირსალაძის, ოთარ მაღრაძის, რომა რცხილაძისა და დავით ქოიავას საავტორო ნაწარმოებები.

ჯაზის საერთაშორისო დღე – 30 აპრილი, UNESCO-ს გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება. იგი მიზნად ისახავს ჯაზის, როგორც დიალოგის, თავისუფლებისა და ურთიერთგაგების ხელოვნების პოპულარიზაციას.

ამ დღეს, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უკვე მეცხრე წელია უერთდება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🦅 ფასკუნჯი (Neophron percnopterus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...