შაბათი, აგვისტო 2, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და...

ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, ეს დღე ჩვენია! – ირაკლი ტაბაღუა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს რუსთავში მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, რაც პანდიმიით არის გამოწვეული. თუმცა დამოუკიდებლობის დღე ქალაქს მაინც დაეტყო, რუსთავის ქუჩები დილიდან საქართველოს დროშებით არის მორთული, ასევე ტრადიციულად რუსთაველებმა საკუთარი აივნებიდანაც გადმოფინეს დროშები.

დილით, კი ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“ ქალაქის მთავარ მოედანზე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ქალაქის მერმა კი რუსთაველებსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეროვნული დღე მიულოცა:

,,მთავარ ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ რუსთაველებსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს, სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომელთაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მინდა უღრმესი პატივისცემით გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ქედი მოვიხარო მათი სახელების წინაშე. ქვეყნის დამოუკიდებლობა, ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, ეს დღე ჩვენია!“- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...