ტელეკომპანია “იმედის” და “ლიბერთი ბანკის” ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის ინტერვიუს ეხმიანება, სოციალურ ქსელში, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი, რომელიც როტშილდების კომპანიას გადაურიცხეს და რომლის მიერ არა თუ რაიმე გაკეთებული საქმე, არამედ ქაღალდის ნაგლეჯ ერთ ფურცელზეც კი ვერ წარმოადგინეს პარლამენტში მათი საქმიანობის ნაკვალევი. მაშინ ვამბობდით, რომ ალბათ სახელმწიფოს ფულით ამ კომპანიას ივანიშვილის საქმეების მოსაგვარებლად იყენებდნენ.
აგერ, გუშინ ირაკლი რუხაძემ, ორსაათიან ინტერვიუში, სადაც ბევრი საკუთარი საეჭვო სქემები ძალაუნებურად გაამჟღავნა, ისიც თქვა, რომ ცემენტის წარმოების გაყიდვაში გვეხმარებოდა როტშილდების კომპანია, მაგრამ არ გამოუვიდაო. ანუ, როცა მთავრობა ამ უცხოურ კომპანიას ბიუჯეტიდან მილიონებს უხდიდა, პარალელურად ივანიშვილ-რუხაძის კომპანიაზეც მუშაობდა? რამდენი გადაუხადეს ამაში? სიმბოლური თანხა ხომ არა?
კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, რომელზეც პასუხი პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში ვერ მივიღეთ – რაში გადაუხადეს 10 მილიონი ლარი როტშილდებს? ეს ფული პირადად ღარიბაშვილმა გადაურიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. არც ფინანსთა მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა (დაბარებული გვყავდა პარლამენტში), არ იცოდა ამ ხარჯების შინაარსის შესახებ.
დადგება დრო და ამ ფულის გაფლანგვისა თუ კორუფციულად გამოყენების ფაქტიც გამოძიებული იქნება.
p.s. ქვემოთ იხილეთ მთავრობის პასუხი ჩემს სადეპუტატო მოთხოვნაზე. ეს ხარჯები საიდუმლო გრიფით იქნა დამალულიო:))” – წერს რომან გოცირიძე და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.


