spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების...

“მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება სურსათზე” – ნიკა გვარამია

გაჟღერებულ მოთხოვნებს, იმპორტირებული პროდუქტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივი პროდუქტი უფრო ძვირად გაიყიდოს, კონკრეტული შეფასება-განმატებებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით ეხმაურება “ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

უნდა ჩამოვყალიბდეთ, ბოსტნეულის გაიაფება გვინდა და გაჭირვებულისთვის ცხოვრების შემსუბუქება, თუ შემოტანილი პროდუქციის (რაც, სამწუხაროდ, მოხმარების 2/3-ზე მეტია, ძირითადად) კიდევ უფრო გაძვირება და ამ გზით ადგილობრივი პროდუქტისთვის კონკურენციის გამარტივება.

ორივე ერთად არ გამოდის, მიტ უმეტეს, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში.

კიდევ უფრო გაუგებარია, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გადასახადების დაწევას ემხრობოდე და თან შემოტანილი პომიდვრისთვის დაბეგვრის მატებას და მის ხელოვნურ გაძვირებას, ერთდროულად.

მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება სურსათზე. ყველაფერი სხვა მას მერე იწყება, როცა ბავშვს ნაჭამს გაუშვებ სკოლაში და მისი უკან დაბრუნების არ შეგეშინდება, იმიტომ რომ მაცივარი ცარიელი გაქვს.

სოფლის მეურნეობა ნამდვილად უმნიშვნელოვანესია და კი, სატარიფო პროტექციონიზმის და კონკურენტული უპირატესობის ხელოვნურად მინიჭების გარდა, ბევრად ეფექტიანი და ეკონომიკურად ჯანსაღი გზები არსებობს. ბევრად, და თანნ ფუნდამენტურად მდგრადი და დარგის განვითარების ხელშემწყობი, და არა გაჭირვებულებისთვის თურქული პომიდვრის კიდევ უფრო გაძვირების და დამშევის ხარჯზე საეჭვო და მყისიერ პოლიტიკურ ეფექტზე გათვლილი“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ ”...

„ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ...

“მე ამ სიყვარულმა მომცა ძალა და მაცოცხლებს კიდევ, ვიცი, ვიქნები თქვენთან ერთად და მეც...

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს აქვეყნებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...