spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა თუ იკლო?” – რომან გოცირიძე

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა თუ იკლო?

ამ გარიგებით ქვეყნის ფინანსურ სექტორში მოხდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება. “ლიბერთიბანკიდან” ჰოლანდიელი ინვესტორი გავიდა, ფული გაიტანა, იგი ჩაანაცვლა ჩინურმა, მაგრამ ფული, რომელიც ჩინურმა მხარემ გადაიხადა, აღებული იქნა “თბს ბანკიდან”. “ჰუალინგმა” თითქმის მთელი თავისი უძრავი ქონება (სასტუმრო, სავაჭრო მოლი, მიწა და ასე შემდეგ) ჩადო გირაოში (“თბს ბანკში”).

“ლიბერთი ბანკის” ადგილობრივი სესეხით შეძენა ნიშნავს იმას, რომ ეს რესურსი აღარ მიდის ადგილობრივ ბიზნესებზე — ანუ მცირდება საკრედიტო ხელმისაწვდომობა როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი კომპანიებისთვის.

ამ გარიგების დადებით მხარედ ფინანსური კუთხით შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შერწყმის შედეგად ბაზარზე გაჩნდება შედარებით მსხვილი ბანკი (საბანკო აქტივების დაახლოებით 10 პროცენტის ფლობით), რაც გარკვეულწილად გაზრდის კონკურენციას. მიუხედავად ამისა “საქართველოს ბანკისა” და “თბს ბანკისათვის” ჯერ-ჯერობით ამ კუთხით ბევრი არაფერი იცვლება, ამ ახალი ბანკის სპეციფიკურ სეგმენტში ოპერირების გამო“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...