17 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ძალაშია 18 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში.
აპრილი ლარის მეტნაკლები სტაბილური კურსით დაიწყო, მცირე რყევებით, თუმცა შემდეგ სრულიად განსხვავებული კურსი/დინამიკა დაფიქსირდა ცალკეულ ვალუტასთან მიმართებით.
აშშ დოლართან მიმართებაში, აპრილში სახეზეა ლარის დინამიური გამყარება რაც ბოლო ვაჭრობებამდე გრძელდება. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
15 აპრილი – 2.6963;
16 აპრილი – 2.6954;
17 აპრილი – 2.6946.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0010 ლარით და 1 აშშ დოლარი 18 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 2.6936 ლარი ეღირება.
აპრილი ლარის მეტნაკლები სტაბილური კურსით დაიწყო, თუმცა 1 კვირის ევროსთან მიმართებით სახეზე იყო სერიოზული გაუფასურება, რაც ბოლო ვაჭრობებზე ახალ ნიშნულზე დასტაბილურდა. კერძოდ ბოლო 4 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
15 აპრილი – 3.1800;
16 აპრილი – 3.1757;
17 აპრილი – 3.1734.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0037 ლარით და 18 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1771 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის სტაბილური კურსი, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 18 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6439 ლარი (გამყარდა 0.0046 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0600 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6131 (გამყარდა 0.0042 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5848 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.1895 ლარი (გაუფასურდა 0.0010 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4432 ლარი (გაუფასურდა 0.0066 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9479 ლარი (გამყარდა 0.0022 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.8987 ლარი (გაუფასურდა 0.0075 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 9.0024 ლარი (გაუფასურდა 0.0117 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.6927 ლარი (გამყარდა 0.0013 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0204 ლარი (უცვლელად დარჩა)
აპრილი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად ლარის სტაბილური გაუფასურებით დაიწყო, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე სახეზე იყო სტაბილური კურსი მცირე რყევები. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
15 აპრილი – 3.5752;
16 აპრილი – 3.5814;
17 აპრილი – 3.5344.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში👇
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0045 ლარით და 18 აპრილიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.5389 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

