spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით...

ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება – ეკატერინე ტიკარაძე

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმიანება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, პანდემიის დროს ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან და თუ რაიმე კითხვა ჰქონდა შეეძლო კომუნიკაციის ეს ფორმა გამოეყენებინა. გარდა ამისა, მინისტრი აღნიშნავს, რომ სტატისტიკა სარწმუნოა და თუ რა გახდა ეჭვების გაჩენის მიზეზი აუცილებლად გაერკვევა დეტალებში:

ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია, გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას.

თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ ამას ადასტურებს არა მხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან.

აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

საზოგადოებისთვის კი ნამდვილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სწრაფი ტესტები დიდი რაოდენობით, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ის ღერძი და მყარად დგას იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში ხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადად PCR ტესტით ტესტირება, ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...