spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ანა კობახიძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს უნგრეთში არსებულ/მოსალოდნელ რეალობასთან დაკავშირებით – არჩევნებამდე და ვიქტორ ორბანის ხელისუფლების მარცხის შემდეგ:

რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის?

ორბანის მმართველობა ქოცებისთვის წარმოადგენდა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მოდელს.

❌ის აჩვენებდა როგორ შეიძლება ძალაუფლების კონცენტრაცია, მედიის კონტროლი და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა ისე, რომ ფორმალურად ქვეყანა ევროპულ სტრუქტურებში დარჩეს;

❌ორბანი იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას, მათ შორის „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ კონსპირაციულ თეორიებს;

❌ომის შიშის გაღვივების და სხვა რუსული პროპაგანდის გავრცელება სინქრონში ხდებოდა ჩვენსა და უნგრეთის კამპანიებში;

❌უნგრეთი ბრიუსელში ასრულებდა ქოცების ადვოკატის როლს. ისინი ბლოკავდნენ ან არბილებდნენ კრიტიკულ რეზოლუციებსა და განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ;

❌როდესაც დასავლეთის უმეტესი ნაწილი აკრიტიკებდა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, ორბანთან შეხვედრები გამოიყენებოდა იმის საილუსტრაციოდ, რომ ხელისუფლება თითქოს იზოლაციაში არ არის.

რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?

✔️ივანიშვილის გუნდი კარგავს თავის ერთადერთ მყარ საყრდენს ევროკავშირში;

✔️ბრიუსელში აღარ დარჩება ძალა, რომელიც ქოცების კლანს დაიცავს სანქციების ან სხვა შეზღუდვების განხილვისას;

✔️ ორბანის მარცხი არის სიგნალი იმისა, რომ „მესამე გზა“ – ევროპა დემოკრატიის გარეშე, არ მუშაობს“, – წერს ანა კობახიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...