საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და განმარტებები მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით:
“დამოუკიდებელმა არხებმა მშვენივრად გააშუქეს ჩემი “სასამართლო” პროცესი. გამოჩნდა სახე მათი ვინც რამეს მაბრალებს, ვინც ჩვენებას იძლევა და გადაწყვეტილება ვისაც გამოაქვს, კი იცით.
თუმცა იყო ერთი ხარვეზი. ორივე ძირითადი არხი იმეორებდა “მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალი რომანოვ-ფარცხალაძის დაწერილია“. ჩემი თქმით კი არა მეგობრებო, “პიჯაკების” და “7 ნოემბრის” საქმეზე, ოფიციალური საბრალდებო დასკვნა, დიახაც რომ ოფიციალურად ხელმოწერილია მაშინდელი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის მიერ.
საქმე იმაშია, რომ ქოცების მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემს წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს და შედეგ მოსკოვის მითითებით დანიშნეს ფარცხალაძე, რომელიც როგორც აღმოჩნდა ФСБ-ს მოქმედი ოფიცერი იყო და სწორედ ფარცხალაძემ შეთითხნა ბრალი ჩემს წინააღმდეგ. მისი დაწერილი “საქმით” მასამართლებენ დღემდე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

