ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ქადაგებისას პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვინ უნდა იყოს პატრიარქი, ეს არის სულიწმინდის გადასაწყვეტი:
“დღეს არის ვნებათაღელვა, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, ვინ იქნება, ვინ იქნება… გეტყვით, იქნება ის, ვისაც, რა თქმა უნდა, სინოდი გამოარჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს და ეს არის სულიწმინდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავის აქვს უფლება, რომ ჩაერიოს. ეს გარედან მკითხაობა ზედმეტია. ვისაც ხმას მივცემთ, აუცილებლად ის იქნება. ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქი… ჩვენი პატრიარქის, ილია მეორისგან განსხვავებით, მას დასჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარშიდგომა. 39 ეპისკოპოსი დავრჩით სინოდში და უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება გვქონდეს.
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რაც უწმინდესმა კარგად დაინახა და მან ძლიერი სინოდი დაგვიტოვა. ნახავთ, რომ ყველანაირ ქარტეხილსაც გადავივლით, არავის არ ჩავრევთ შიგნით. დაგვაცადონ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, ყველას რომ გაახარებთ…
ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება, მერწმუნეთ. იქნება სამი კანდიდატი, სამ ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და იმ ღირსეული კანდიდატებიდან კიდევ ღირსეულს ავირჩევთ. რომელსაც არ ავირჩევთ, ისინიც ღირსეულები იქნებიან.
ჩვენი პატრიარქის შემდეგ პატრიარქობა, თუ გვერდში არ დაუდგნენ, წარმოიდგინეთ რა ძნელი იქნება…“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

