spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდება რადიკალური ოპოზიცია თუ დაიშლება,...

“მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდება რადიკალური ოპოზიცია თუ დაიშლება, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ” – თორნიკე ფაღავა

9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან. მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

მისივე თქმით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ უპრეცედენტო ერთობა აჩვენა.

ეს იყო შთამბეჭდავი, ისტორიული დღეები, როცა ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, იხილა რომ ქართველი ხალხი ერთგულია რწმენის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციული ღირებულებების. ეს გახლდათ მკაფიო პასუხი იმ თავდასხმებსა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ხედავდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც თორნიკე ფაღავამ აღნიშნა, წლებია გრძელდება რადიკალური ოპოზიციის მტრული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მაშინ როდესაც საქართველოს ევროპული მისწრაფების პრაქტიკული განმტკიცებისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიეღო ჩვენს ქვეყნას, რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიაში, ოთახ-ოთახ დადიოდა და საჯაროდ მოითხოვდა, რომ ქართულ სახელმწიფოს ეს სტატუსი არ მიეღო.

მაშინ, როდესაც ომის გეოგრაფიის გაფართოების რეალური საფრთხე არსებობდა, რაც დღემდე არსებობს, რადიკალური ოპოზიცია ღიად და საჯაროდ მოუწოდებდა ხელისუფლებას, ძველი, საბჭოთა შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისათვის, რაც დამანგრეველ, გამოუსწორებელ შედეგს მოუტანდა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორც თორნიკე ფაღავამ აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, რადიკალური ოპოზიცია ასევე უტიფრად აბრალებდა საქართველოს, რომ ქვეყანა არის ე.წ შავი ხვრელი და გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მათ შორის, სულ ახლახან ყულევის პორტთან დაკავშირებით ავრცელებდა დეზინფორმაციას.

ამ უტიფარი დეზინფორმაციული საერთაშორისო კამპანიის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო მადლობა პარტნიორებისგან სასანქციო პოლიტიკის განუხრელად დაცვისათვის.

დღეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უაღრესად დაძაბულია, ღიად და სისტემურად აწარმოებენ კამპანიას, თითქოს საქართველოში ტერორისტების ე.წ სასწავლებელი ფუნქციონირებს.

არ ვიცი, მართლაც ძალიან რთულია ამ ყველაფერს ერთი, კონკრეტული სახელი უწოდო – არის ეს უსამშობლობა, უცხო ქვეყნის აგენტობა თუ უბრალოდ მავნებლობა?! ალბათ სამივე ერთად“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კრიტიკულ ტელებიზიებს მხარდაჭერას უცხადებს: “სოციალურ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...