spot_img
მთავარიეს საინტერესოა"რა მოხდება, თუ კაცობრიობა ერთ დღეს, ხორცის მოხმარებას...

“რა მოხდება, თუ კაცობრიობა ერთ დღეს, ხორცის მოხმარებას სრულად აკრძალავს და ბრუტალურად გააკონტროლებს ამ აკრძალვის აღსრულებას?” – არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია პუნქტობრივად გამოთქვამს თავის ვარაუდებს, თუ რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს იმ დაშვებას, თუ კაცობრიობა ერთ დღეს, ხორცის მოხმარებას სრულად აკრძალავს:

რა მოხდება, თუ კაცობრიობა ერთ დღეს, ხორცის მოხმარებას სრულად აკრძალავს და ბრუტალურად გააკონტროლებს ამ აკრძალვის აღსრულებას?

ეს არ იქნება იქნება გლობალური ტრანსფორმაცია, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ეკოლოგიას და ბიოლოგიასაც.

რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს სამეცნიერო თვალსაზრისით:

✅ დადებითი მოვლენები:

გარემოსდაცვითი გარდატეხა:
კვების ინდუსტრიიდან გამოფრქვეული სათბურის აირების რაოდენობა მყისიერად 63%-ით შემცირდება. მეცხოველეობისთვის განკუთვნილი მიწები გათავისუფლდება, რაც ბიომრავალფეროვნების აღდგენას შეუწყობს ხელს.

ჯანმრთელობის გაუმჯობესება:
დიდი ალბათობით დაიკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოსა და წითელი ხორცითან და არაჯანსაღ კვებასთან ასოცირებული სხვა პათოლოგიების რისკი, რაც სავარაუდოდ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

პანდემიების პრევენცია:
გაქრება გარეულ ცხოველებზე ნადირობითა და ფერმებში გავრცელებული ვირუსებით (მაგ: ღორის გრიპი) გამოწვეული პანდემიების საფრთხე.
ასევე გარკვეულწილად შეჩერდება ანტიბიოტიკორეზისტენტული „სუპერბაქტერიების“ განვითარება.

ეკოსისტემების აღდგენა:
ტყეების გაჩეხვა (მაგ: ამაზონის ჯუნგლებში) შეწყდება. მწერების პოპულაციის ზრდა გამოიწვევს მცენარეების უკეთეს დამტვერვას, ხოლო ოკეანეებში თევზის მრავალფეროვნება აღდგება.

♦️ნეგატიური მოვლენა ბევრი არაფერი:

მცენარეულ საკვებზე მოთხოვნა რო მალე გაიზრდება, მიწოდება ვერ მოხდება თავიდან და ვინც ვერ იყიდის ის იშიმშლებს და მოკვდება.
ან მოუწევს საძოვარზე გასვლა შირაქში და ცოხვნის დამუღამება.

მილიონობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს და შემოსავლის წყაროს, ამით გამოწვეულ რეგიონულ შიმშილს (მაგ: ჩრდილოეთი პოლუსი, სტეპები) ხალხი შეეწირება.
ვისთვისაც ხორცი მხოლოდ საკვები არ არის (მაგ: წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ტომები, მონღოლეთის მოსახლეობა) და იდენტობის და რელიგიის ნაწილია, ისინი შიმშილით ამოწყვეტასთან ერთად ცოტათი ალბათ განაწყენდებიან კიდეც, გული ეტკინებათ ასევთქვათ.

მარა მერე დალაგდება ყველაფერი.
კალაპოტში ჩაჯდება.

📌თუუუმცა ეს არასდროს მოხდება…“, – წერს არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში და გვიზიარებს ბატკნის ჩაქაფულის რეცეპტს 🙂

“მწვანილები კარგად გავრეცხოთ, გადავარჩიოთ და დავჭრათ.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ბატკნის ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ საკაიფო და ლამაზ ნაჭრებად.
დავალაგოთ მწვანილ-ტარხუნის და ტყემლის ნარევი ქვაბში, ზემოდან მერე ხორცი და ასე, ფენა-ფენა. მარილი და წიწაკი გემოვნებით.
ჩავასხათ თეთრი ღვინო და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ სანამ კარგად არ ცაიქაფება, სუნს არ გაუშვებს და თქვენ კრუტუნს არ დაიწყებთ”

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ტირანული რეჟიმის ტყვე და რეპრესირებული ოპოზიციური მოღვაწეობის გამო” –...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...