ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

მოგიწოდებთ აკეთეთ საქმე და ნუ იქნებით საქმის კეთების იმიტაციით დაკავებული, ეს არის ზრუნვა სოფელზე ბატონო გახარია?! – გიორგი ვაშაძე

ეს არის ზრუნვა სოფელზე ბატონო გახარია?!“ – პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ტელევიზიებში პრანჭვით არის დაკავებული რეალური საქმის კეთების ნაცვლად და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“, რომელიც გულისხმობდა 1 ლარიან ფასდაკლებას დიზელის საწვავზე ტყუილია და სინამდვილეში 1 ლარის ნაცვლად 16 თეთრიანი ფასდაკლება კეთდება, რომელიც დოკუმენტებით არის წარმოდგენილი:

ხელთ მაქვს ორი დოკუმენტი, ეს არის სამთავრობო პროგრამა, სადაც მითითებულია, რომ სოფელში მაცხოვრებელი ადამიანები საკუთარი მიწის დამუშავებისათვის 1 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ დიზელის საწვავზე.

მეორე დოკუმენტი კი არის სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამ პროგრამაში მხოლოდ 16 თეთრი იქნება ფასდაკლება ადამიანებისთვის დიზელის საწვავის მისაღებად.

უფრო მეტიც ეს ადამიანები, იუსტიციის სახლებში სთხოვენ ყველა კომლის შემადგენლის ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თითო ასეთი მინდობილობა, თითო ადამიანზე დამოწმებული არის 15 ლარი. რა არის სოფელში კომლი? მაგალითად მე ვცხოვრობ სოფელში და კომლის შემადგენლობაში აღვირიცხები როგორც მიწის თანამესაკუთრე, შესაბამისად სოფლის მოსახლეობას ფაქტობრივად 4-ჯერ მეტი დანახარჯის გაწევა უწევს მინდობილობაზე ვიდრე ამ 16 თეთრიანი და არა 1 ლარიანი ფასდაკლების მიღებაზე.

ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბატონი გახარია არის ტელევიზიებში პრანჭვით დაკავებული და მეტი არაფერი. არანაირი ზრუნვა სოფელზე და ადამიანებზე არ არის. რაც შეეხება იმ ვითომ და გრანტებს ისიც კარგად ვიცით, რომ გლეხი, რომელიც სოფელში ცხოვრობს გრანტს ვერ მიიღებს. გრანტს მიიღებს ისევ მათი პარტაქტივი, გრანტს მიიღებს ისევ კორუფციულად მათი მეგობრები, ნათესავები და არა საქართველოს მოქალაქეები.

ეს დოკუმენტები არის კონკრეტული ფაქტი! ეს ზრუნვაა ბატონო გახარია?! – მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. ასე ზრუნავთ ადამიანებზე?! ასე ზრუნავთ საქართველოს მოქალაქეებზე?! ასე ზრუნავთ თქვენ სოფლის მოსახლეობაზე?! უბრალოდ წარმოუდგენელია ეს ბიუროკრატიული შეუგნებელი ტვინი, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ.

მეგობრებო გონს მოეგეთ! – ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში. ჩვენ გვემუქრება სასურსათო კრიზისი და შიმშილი. ყველა ასეთი არასწორი გადადგმული ნაბიჯი, საფრთხის წინაშე აყენებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აკეთეთ საქმე და ნუ იქნებით საქმის კეთების იმიტაციით დაკავებული,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული