spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს...

“ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა” – მიხეილ სააკაშვილი ილია მეორეზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს ქვეყნის ისტორიაში:

ილია მეორე აღარ არის – ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა.

ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.

ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა.

ჩემთვის ყველაფერთან ერთად ის იყო მეგობარი და ჩემი უმცროსი ვაჟის ნათლია, რომელიც პირველად ბავშვობისას ვნახე, სიონში, 1978 წელს.

სამწუხაროდ, ჩემი დატყვევების შემდეგ აღარ გვქონია ურთიერთობა, ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი. მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, გაითვალისწინეთ, რომ ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ.

შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია.

მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა.

მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კრიტიკულ ტელებიზიებს მხარდაჭერას უცხადებს: “სოციალურ...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...