spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი - განახლებული, ახალი ავტობუსები...

“თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი – განახლებული, ახალი ავტობუსები იმოძრავებს” – კახა კალაძე

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი-რუსთავის მარშუტზე ახალი კომფორტული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება. რუსთაველებისათვის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით თბილისის მიმართულებით გადაადგილება გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ დედაქალაქის მერიაში არაერთი მოთხოვნა შედის:

წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული, რადგან მათ ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ამ რეფორმაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმას ამუშავებს, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, ხიდები.

გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები შემუშავდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კვლევების ფარგლებში, ვმუშაობდით იმაზეც, რომ თბილისთან ახლოს მყოფი ქალაქები მოგვეკვლია და მასთან კავშირები განგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთია თბილისი-რუსთავის კავშირი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 30 000 ადამიანი გადაადგილდება.

ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა თბილისი-რუსთავის გზაზე სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თბილისიდან რუსთავში ჩამოსვლა და პირიქით, რუსთავიდან თბილისში გადაადგილება.

მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად იქნეს წარმოდგენილი სრულყოფილი გეგმა და წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი – განახლებული, ახალი ავტობუსები იმოძრავებს, როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...