spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარის კულინარიული წიგნების აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში...

აჭარის კულინარიული წიგნების აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ

დაინტერესებული პირებისთვის აჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნები სრულიად უფასოდ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებშია ხელმისაწვდომი. რეგიონში მდებარე 9 ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო 5 წელში დაბეჭდილი წიგნებია განთავსებული. მათ შორისაა „კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „ხალხური დეკორატიული ხელოვნება აჭარაში“, „ხალხური რეწვა აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“ და „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა მსურველებს სააგენტოს ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka შეუძლიათ.

„კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“ ახალი კულინარიული წიგნია, რომელიც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. წიგნში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის ეთნოგრაფიულად დამახასიათებელი 150-მდე კერძი და ტკბილეულია განთავსებული. ახალ კულინარიულ გზამკვლევში ქართული კერძები რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი. ძირითად კერძებთან ერთად ცალკეა გამოყოფილი მხალეულისა და ლობიოს კერძები, რძე და რძის ნაწარმი, პურეული, სართავიანი ხაჭაპურები, ხუარბლის კერძები, ტკბილეული, შესანახი კერძები, მწნილი და საწებლები. გარდა უშუალოდ რეცეპტებისა, კერძებს წინ უძღვის პატარა შესავალი, სადაც თითოეული კერძის მომზადების ტრადიციაა მოთხრობილი.

კიდევ ერთი ახალი წიგნია „ხალხური დეკორატიული ხელოვნება აჭარაში“, რომელშიც აღწერილია ხალხური მხატვრული ხელოვნების ნიმუშები აჭარაში, რაც ძირითადად გვხვდება საცხოვრებელ და საკულტო ნაგებობებზე, საოჯახო-საყოფაცხოვრებო საგნებზე, ქსოვილებსა და ტანსაცმელზე.

„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ იყო პირველი წიგნი, რომელიც ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მოამზადა. მასში აჭარაში არსებული 150-ზე მეტი კერძების, დესერტების, წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.

70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული წიგნში „ხალხური ტრადიციები და რიტუალები“, რომელიც 2023 წელს დაიბეჭდა. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

კიდევ ერთი კულინარიული წიგნია „თევზეული ქართულ სამზარეულოში“. მასში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით,  თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.

რაც შეეხება წიგნს „ხალხური თამაშობები აჭარაში“ მასში აჭარაში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული, ხალხური თამაშია განთავსებული.

წიგნის „ხალხური რეწვა აჭარაში“ მოსამზადებლად კი აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა.  მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს მიერ დაბეჭდილი წიგნები უფასოა და მათი აღება მსურველებს უსასყიდლოდ შეუძლიათ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

კოლხური ყოჩივარდა (Cyclamen colchicum)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...