spot_img
მთავარიარჩევნები"ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის...

“ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ანა კობახიძე ეუთო/ოდირის დასკვნას კონკრეტული შეფასებებით და განმარტებებით ეხმიანება:

დადასტურდა ის, რასაც, როგორც ცესკოს წევრი, სხდომებზე და სატელევიზიო ეთერებში ვამბობდი.

მეგობრებო, საერთაშორისო დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი 2024 წლის არჩევნების ირგვლივ დისკუსიას. (,,მაჩვენე მტკიცებულებები”).

როდესაც ცესკოს სხდომებზე დარღვევებზე, ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაზე და ამომრჩევლის დაშინებაზე ვსაუბრობდი, ქოცების გუნდის დანიშნული წევრები ირონიით მპასუხობდნენ. დღეს კი ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია საერთაშორისო დოკუმენტში:

☑️დამოუკიდებელი გამოძიება ის, რასაც შიგნით ვითხოვდი და რაზეც უარს მეუბნებოდნენ, ახლა საერთაშორისო საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა;

☑️ODIHR-ის რეკომენდაციების მუდმივ იგნორირებას ეძღვნება დასკვნის დიდი ნაწილი;

☑️ზეწოლა და მუქარა დადასტურდა, საარჩევნო გარემო იყო არა თავისუფალი, არამედ დაშინებაზე დაფუძნებული.

სიმართლეს ვეღარ გაექცევით. ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა. ბრძოლა გრძელდება ახლა უკვე საერთაშორისო მხარდაჭერით და ბრძოლა იქნება ბოლომდე! 🇬🇪🇪🇺“, – აცხადებს ანა კობახიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ცნობისათვის: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, ა.წ. 10 მარტს ანგარიში გამოაქვეყნა,  საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...