spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები...

“არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან” – კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ.

ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტერ ფიშერის შეხვედრის სავარაუდო სასაუბრო თემის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ქვეყნის მტრები არიან. მათი მხრიდან არაერთი განცხადება მოგვისმენია და არაფერს ერიდებიან, დასამალიც არაფერი აქვთ, პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა სანქციების ქვეშ მოყოლილიყო, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო ქვეყანას, ასოცირების შეთანხმება არ გაფორმებულიყო.

ასევე, გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კაბინეტებში დარბოდნენ და შემდეგ თავად დაიწყეს ამაზე საუბარი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი და კონკრეტული პარტიები ბრიუსელში მუშაობდნენ იმ მიზნით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დღესაც ეს ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა შეეზღუდოთ ევროპულ ქვეყნებში. ჩვეულებრივ, ქვეყნის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...