spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან...

“როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის”

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქართველი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, შესაბამისად, გამოძიების დაწყება სწორი და დროული იყო.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რომელიც სიცრუეზე, ტყუილზეა დაფუძნებული, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მავნებლობა.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მყისიერი რეაგირება აღნიშნულზე. ჩვენ როგორც ვიცით, დაკითხვაზე იყვნენ ეს ადამიანები დაბარებულნი. არსებობდა კონკრეტული კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რომელიც უყურებს და ისმენს ტელევიზიით ამ შინაარსის და ამ ტიპის განცხადებებს, გაუჩნდება კითხვა: რა დგას ამის უკან? როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, გამოძიების დაწყებაც იყო სწორი, დროული, სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფრს. მათი მხრიდან შეცვლილი პოზიცია და შემდეგ გაკეთებული კომენტარი რაზე მიუთითებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...