spot_img
მთავარიდებატები"თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მთელი მათი თამაში...

“თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მთელი მათი თამაში გამოაშკარავდება” – გია ხუხაშვილის შეთავაზება დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ განსხვავებულ პოზიციებს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

მიუხედავად შექმნილი სპეციფიური ვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები მონაწილეობას იღებენ ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზიების დებატებში, მეორე ნაწილი კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

იმისათვის, რომ შეწყდეს ეს კინკლაობა და თუნდაც ამ საკითხში რაღაცაზე შეთანხმდნენ, გთავაზობთ შემდეგს:

ყველამ, ვინც ოპოზიციონერად თვლის თავს, განაცხადოს, რომ მიიღებს მონაწილეობას ამ დებატებში იმ პირობით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები იგივეს გააკეთებენ კრიტიკულად განწყობილი მედიების შესაბამის ფორმატებში.

თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მთელი მათი თამაში გამოაშკარავდება.

თუ დათანხმდება, ოპოზიციას გაუჩნდება შანსი, ყველა, მათ შორის პროპაგანდის მითოლოგიით გაჯერებულ ოჯახებშიც შევიდეს თავისი სიმართლით“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...