spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს რეჟიმი უკანონოა, საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ სასწრაფოდ...

“ეს რეჟიმი უკანონოა, საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას” – მიხეილ სააკაშვილი

პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების” დასჯადობასთან დაკავშირებით, კონკრეტული “არ აღიარების” პოზიციით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი:

ყველას საყურადღებოდ დიქტატორის ჯიბის “პარლამენტმა” მიიღო მორიგი დიქტატორული “კანონი” რომლის თანახმადაც დიქტატორის მმართველობის არალეგიტიმურად აღიარება იწვევს სამ წლამდე პატიმრობას.

მივესალმები ოპოზიციური ალიანსის განცხადებას და მეც მთელი მსოფლიოს გასაგონად მსურს განვაცხადო, რომ მე მიხეილ სააკაშვილი:

– არ ვაღიარებ ივანიშვილს და მის კრიმინალურ სინდიკატს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად;

– არ ვაღიარებ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ რუსული ფულით, რუსული სპეცოპერაციის შედეგად და 8 თვის ბავშვის მკვლელობის ჩადენით;

– არ ვაღიარებ იმიტომ, რომ პირველივე დღიდან უმძიმესი ზიანი მიაყენეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, თავდაცვას და დაიწყეს რეპრესიები;

– არ ვაღიარებ იმიტომ, რომ მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია, გააყალბეს რა არჩევნები 2018, 2020, 2021, 2024, 2025 წლებში;

– არ ვაღიარებ იმიტომ, რომ დაარღვიეს კონსტიტუცია და საქართველო ჩამოაშორეს ევროპული განვითარების გზას;

– არ ვაღიარებ იმიტომ, რომ საქართველო ომში დაადანაშაულეს და ღიად გადავიდნენ ოკუპანტის მხარეს;

– არ ვაღიარებ იმიტომ, რომ მოქმედებენ არა როგორც ხელისუფლება, არამედ კრიმინალებით დაკომპლექტებული მაფიოზური სინდიკატი, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის თითოეულ ქართველს

ეს რეჟიმი უკანონოა, საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ სასწრაფოდ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.

გთხოვთ ამ ეტაპზე დაალაიქოთ და გაავრცელოთ ეს პოსტი და ვისაც შეგიძლიათ – დააფიქსირეთ იგივე პოზიცია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...