spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქის მერმა "თბილსერვის ჯგუფის" განახლებული ტექნიკა დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა “თბილსერვის ჯგუფის” განახლებული ტექნიკა დაათვალიერა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტობაზა 22 ერთეული სპეცმანქანით განახლდა. შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში MAN-ისა და RENAULT-ის 10, 15, 21-კუბიანი ნაგავმზიდები, ასევე, FORD-ის მარკის ნარჩენების გადამზიდი ტექნიკა (ე.წ. ჰუკლიპტი) შემოვიდა.

ახალი ტექნიკა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ გიორგი პაპავასთან ერთად დაათვალიერა.

თბილსერვის ჯგუფმა“ 22 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. გარდა ამისა, წელს ველოდებით 40 ერთეულ ტექნიკას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს აღნიშნული სამსახურის გამართულ მუშაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა.

ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას. აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, „თბილსერვის ჯგუფს“ 40%-ზე მეტი განახლებული ტექნიკა ექნება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია.

ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი იყოს სუფთა და ყველანაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტენდერის ფარგლებში შემოყვანილი მანქანების საერთო ღირებულება 8 628 673 ლარია, მომწოდებელი კომპანიები კი შპს „ჯითი გრუპი“ და შპს „თეგეტა მოტორსია“.

„თბილსერვის ჯგუფი“ მიმდინარე წელსაც შეისყიდის ნაგავმზიდ მანქანებს და ასევე, სხვა მიმართულების ტექნიკას. შესაბამისი ტენდერები გამოცხადებულია და მანქანები დედაქალაქს სხვადასხვა პერიოდში მიეწოდება.

დასუფთავების მიმართულებით ავტობაზის განახლების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად უმჯობესდება ნარჩენების გატანის პროცესი და შესაბამისი სერვისები.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ “ოცნება” თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს”...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...