spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ...

“არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ” – ოპოზიციის ალიანსი

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტს “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანისა და ასევე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების დასჯადობის სამართლებრივი აქტის მიღებას, მწვავე პოლიტიკური პოზიციით და მძიმე შეფასებებით, ეხმაურება ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ოპოზიციის ალიანსი”:

გუშინ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმის არალეგიტიმურად მიჩნევის გამო სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება.

დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა.

მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას.

სწორედ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდებათ მსგავსი დრაკონული კანონები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს აუქმებს.

თუმცა ამავდროულად, რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია.

ოპოზიციის ალიანსი კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...