spot_img
მთავარიკანონი და სამართალიპარლამენტმა "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ამავე პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს.

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ მათ შორის, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ცვლილებების თანახმად, გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული მისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემულ სახსრებზე).

გრანტის გამცემმა კანონმდებლობით გათვალისწინებული წერილობითი გადაწყვეტილება და წერილობითი ხელშეკრულების პროექტი თანხმობის მისაღებად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლები ემატება, რომლის თანახმადაც, ის იურიდიული პირები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან დარეგისტრირებულნი და მათი საქმიანობის ძირითად სფეროს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობა წარმოადგენს, ვალდებულნი არიან გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემას და საქართველოს პოლიტიკური პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური შემოწირულობის მიღებას.

კანონის თანახმად, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით – სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვს წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

ასევე, ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით“ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ტირანული რეჟიმის ტყვე და რეპრესირებული ოპოზიციური მოღვაწეობის გამო” –...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...