spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირომან გოცირიძე: "ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა"

რომან გოცირიძე: “ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით, კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს და საქატატის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამს

ფასებმა თებერვალში ყველაფერზე მოიმატა, კვერცხზე კი მოიკლო, თანაც გადაჭარბებით, სამით კი არა, 3,5 პროცენტით.😅

საქსტატმა თებერვლის თვის ფასების სტატისტიკა გააყალბა. აბა ტყუილად კი არ შეცვალეს კანონი და მისი დირექტორი ლამაზი თვალების გამო კი არ დანიშნეს სიცოცხლის ბოლომდე.

თებერვალში ფასებმა მხოლოდ 0,2 პროცენტით მოიმატაო, გამოაქვეყნა საქსტატმა. ეს რიცხვი უფრო მეტი რომ არ გამოჩენილიყო და ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანია წარმატებულად რომ წარმოეჩინათ, სწორედ იმ საქონელზე დააფიქსირეს ფასების კლება თებერვლის თვეში, რომელსაც საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების მეშვეობით “ებრძვიან”.

თურმე ფასები შემცირებულა: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი).

გვითხრას საქსტატმა სად იყიდება 3,5 პროცენტით შემცირებული კვერცხი, ხალხი ძებნაში რომ არ დაიღალოს. პირადად მე ვეძებე და ვერსად ვპოვე:))“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები: "ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...