spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ...

“მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას” – ლევან მახაშვილი

მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური ვითარება – გლობალური ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ფართოვდება რეგიონული კონფლიქტები, სწორედ ასეთ დროს საქართველოს სჭირდება არა ემოციებს აყოლა, არამედ ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიხილეთ აგრესიული, უპასუხისმგებლო და დაჟინებული მოთხოვნები, რომ საქართველო უმძიმეს ავანტიურაში შესულიყო. დღეს, იგივე ადამიანები იგივე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე დღეს არის მომენტი, ისტორიის სწორ მხარეს დადგეს ქვეყანა. ამ ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ მოსახლეობის ინტერესი და არჩევანი არის გონივრული, პასუხისმგებლიანი, მშვიდობის პოლიტიკა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ინტერესს დღეს იცავს მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...