spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაComCom-ის თავმჯდომარე ტელევიზიების წარმომადგენლებს მედიის გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა

ComCom-ის თავმჯდომარე ტელევიზიების წარმომადგენლებს მედიის გამოწვევებზე სასაუბროდ შეხვდა

24 თებერვალს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ 40-მდე ტელემაუწყებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მედიის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების, გამოწვევებისა და მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ პოზიციების გაცვლას ემსახურებოდა. ComCom-ის თავმჯდომარემ მაუწყებლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და განსახილველი საკითხების შესახებ კომისიის ხედვა გააცნო. მისივე თქმით, კომისიის ინტერესს წარმოადგენს მაუწყებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი საჭიროებებისა და გამოწვევების დეტალურად გაცნობა და გადაჭრის გზების ერთობლივად ძიება, რათა კანონი ეფექტიანად აღსრულდეს და მაყურებლის საუკეთესო ინტერესები იქნეს დაცული.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში 2025 წლის აპრილში შესული ცვლილებები, რომლის მიზანსაც ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა წარმოადგენს. ასევე, საუბარი შეეხო პროდუქტის განთავსებისა და სარეკლამო კომუნიკაციების წესებს, მაუწყებლების დაფინანსების საკითხებს, სარეკლამო შემოსავლებსა და სხვა აქტუალურ თემებს. გარდა ამისა, კომისიის წარმომადგენლებმა განიხილეს ComCom-ის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებისთვის მარეგულირებელი სტანდარტების პრაქტიკულ სარედაქციო სახელმძღვანელოს წარმოადგენს და განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

კომისიის მიზანია, რომ მედიამ დაიცვას ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტი, რომელიც აკმაყოფილებს სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ძირითად პრინციპებს. სანქციები არის ინსტრუმენტი და ჩვენ მას გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. თუმცა, ჩვენი სურვილი და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან კანონდარღვევები. კომისიის გზავნილი მაუწყებლებთან იყო შემდეგი: დაიცავით კანონი, იმოქმედეთ ჟურნალისტური წესებით და მოგვმართეთ, როდესაც კითხვები გაქვთ. მაყურებელი იმსახურებს მედიას, რომელსაც ენდობა და რომელიც იცავს სტანდარტებს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და მაუწყებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საკონსულტაციო რეჟიმში ComCom-ის შესაბამისი დეპარტამენტები მზად არიან უპასუხონ მაუწყებლების შეკითხვებს და მისცენ რეკომენდაციები.

შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ტელემაუწყებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დაესვათ კითხვა ან დაეფიქსირებინათ მოსაზრება, ComCom-ის ინიციატივით გაიმართა, ვინაიდან კომისიის ამოცანაა მაუწყებლებთან დიალოგის რეჟიმში ითანამშრომლოს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები კანონის ეფექტიან აღსრულებაზე დადებით გავლენას მოახდენს, რაც საბოლოო ჯამში მაყურებლის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაკანონდა იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით” – ცოტნე ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები: "ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური...

“ასე სხარტად როგორ იგერიებს გიენებს?” – ლალი მოროშკინა ირაკლი კობახიძის შესახებ

საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ კონკრეტულ შეკითხვებზე გაცემულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...