spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ერისკაცი...

“წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბატონი ბიძინა, მმართველი გუნდის ლიდერი და მისი საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებელი პრინციპული პოზიცია!” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ საომარ ვითარებას, კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით და პოლიტიკური შეფასებებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ როლზე აკეთებს ხაზგასმას:

ის რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში.

დამიჯერეთ ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ გულუხვი და როდესაც დაინახავს, რომ ქართველები ქმედებას დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არა დემოკრატიულად და პრო-ვიღაცისტებად გამოგვაცხადებენ!

ასე იყო სულ ცოტა ხნის წინაც, როცა ქართველთა ინტერესების დამცველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ”, საქართველოს იდენტობის დასაცავი და მომავალი თაობების გადასარჩენი ეროვნული კანონპროექტების მიღება დაიწყო!

უარი ვთქვით გარყვნაზე, ჰომოსექსუალების გაბატონებაზე და მალევე არადემოკრატიულები დაგვარქვეს!

ქართული ეკლესია დავიცავით, მის გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და პრო-რუსები დაგვიძახეს!

ქვეყნის დამაზიანებელი “შავი ფული” შევუზღუდეთ, რომელიც სისხლიანი დაპირისპირების მოსაწყობად და ქართველების ერთმანეთზე გადასაკიდებლად იყო გამიზნული, მანქურთ ენჯეოშნიკებს ჩვენი ტრადიციის, ისტორიის წასაშლელად უნდა გამოეყენებინათ და დასავლეთის მტრებად გამოგვაცხადეს!

უარი ვთქვით ომზე, ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს!

მეგობრებო, დღევანდელ სამყაროში აღარ არსებობს საერთო ინტერესების თანხვედრა! დიფსთეითი ბოგინებს, მას სურს და აწყობს ერების განადგურება! ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბატონი ბიძინა, მმართველი გუნდის ლიდერი და მისი საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებელი პრინციპული პოზიცია! პოზიცია, რომლითაც მან საკუთარი თავი და მისი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს!

წარმოიდგინეთ მასშტაბი საფრთხის, მერე თქვენი თავი დააყენეთ ამ მოცემულობაში და თუ სუფთა და მართალი ადამიანი ხართ, მიხვდებით ერისკაცის გმირობას!

ასე რომ ქართველებო, მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვართ ერთმანეთის მეგობრები, გულშემატკივრები, პარტნიორები, მოძმეები და მოყვარეები! უფალი ფარავდეს ამაყ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს🇬🇪🇬🇪🇬🇪✊🏻“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!” – ნანუკა თამაზაშვილი

"უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...