პოეტსა და დრამატურგს ზურაბ პაპიაშვილს სასამართლომ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
“წიგნის უზომოდ მოყვარული კაცი დაუჭერიათ – ზურა პაპიაშვილი.
გზის გადაკეტვას ედავებიან, თურმე, მთელი ცხოვრება სხვისთვის გზის დამთმობ ადამიანს“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

