spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი ბრიტანეთის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი...

“დიდი ბრიტანეთის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა” – კახა კალაძე

აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. მხოლოდ არასამართლიან დამოკიდებულებას, მუქარასა და შანტაჟს ვხედავთ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელი ბიუროკრატების მოწოდება, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ლიდერები დაასანქცირონ, არის უსამართლო დამოკიდებულება.

რამდენჯერ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ ჩვენ? ამდენი წელია ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან, აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არის მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანი დამოკიდებულება, მუქარა, შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ევროპული ბიუროკრატია ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირებას, დედაქალაქის მერის თქმით, არც ამ შემთხვევაში აქვთ არგუმენტი.

ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა. წლების წინ მახსოვს, როდესაც უცხოელი ბიუროკრატი საქართველოზე რამეს იტყოდა, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, სრულ ჭეშმარიტებად ითვლებოდა. ასეთი დამოკიდებულება არსებობდა. დღეს, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაშიც, მსოფლიოშიც.

ტელევიზიებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ არგუმენტი არ არსებობს. საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო დამოკიდებულება პირველად არ აქვთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. ყველა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, თუმცა მათაც უნდა სცენ პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“ქალებო, მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს ჩვენც ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ” – მარიკა არევაძე

ქალთა მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს 18:00 საათზე იკრიბება რუსთაველის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...