spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უცხოელების და შრომის ამბავი არის მორიგი საპნის ბუშტი,...

“უცხოელების და შრომის ამბავი არის მორიგი საპნის ბუშტი, რომლის უკან არაფერი დგას” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარის, ანა დოლიძის 5-პუნქტიანი განმარტებები საქართველოში უცხოელთა დასაქმების თაობაზე მიღებულ რეგულაციებთან დაკავშირებით:

უცხოელების და შრომის ამბავი არის მორიგი საპნის ბუშტი, რომლის უკან არაფერი დგას.

1. ჩვენს “ეროვნული გადარჩენის გეგმაში” ვწერდით კვოტებზე.
ბინადრობის და შრომის უფლების გარეშე ისედაც არ უნდა მუშაობდეს არავინ უცხოელი. ყველა შემდგარ ქვეყანაში მუშაობას ჭირდება ნებართვა. ანუ უნებართვოდ მომუშავე ხალხს მუშაობა აუკრძალა პრემიერმა არის იგივე რაც “ჯამი ჭურჭელია”;

2. არ არის დათვლილი და შესწავლილი მთავარი: რა გვაქვს შრომის ბაზარზე, სად არის ჩავარდნა და რა პროფესიის ხალხია საჭირო. ამას ეყრდნობა კვოტები ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ეს არ გვაქვს. ამის გარეშე გამოვარდნილი კობახიძე უბრალოდ საპნის ბუშტებს უშვებს;

3. ყველა კვლევა იქნება საბრალდებო დასკვნა ოცნების იმიტომ
რომ ბაზარი განადგურებულია, სამუშაო ადგილები არ იქმნება და ხალხი გარბის ქვეყნიდან ამიტომ;

4. და რამდენი შრომის ნებართვაა გაცემული და რის საფუძველზე ამაზე სამინისტრო წლებია არ გვპასუხობს. ნული აზროვნება და ნული პატრიოტიზმი უწყებებში ზევით. მხოლოდ კომფორტი, კარგი მანქანები და კაბინეტები;

5. კორუფცია არ დაგავიწყდეთ, მთავარი პრობლემა ნებართვებისთვის ფულის ჩაკუჭვაა ჯიბეში ჩინოვნიკებისთვის. კორუფცია არ არსებობსო ახლა მაინც ვერ იტყვის ვერავინ“, – წერს ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...