spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"კობახიძის მიერ ოპონენტებისგან "არგუმენტების" აკვიატებული მოთხოვნა მარტივი დემაგოგიაა,...

“კობახიძის მიერ ოპონენტებისგან “არგუმენტების” აკვიატებული მოთხოვნა მარტივი დემაგოგიაა, რომელიც მის საკუთარ უარგუმენტობას ნიღბავს” – გია ნოდია

ტვ “იმედზე” გამართულ დებატებს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

ზედაპირული შთაბეჭდილება „იმედის“ დებატებზე განათლების რეფორმის შესახებ.

ირაკლი კობახიძის ამოსავალი თეზისია, რომ უმაღლეს განათლებაში „მძიმე მდგომარეობაა“, ესე იგი, რადიკალური რეფორმაა საჭირო.

ეს „მძიმე მდგომარეობა“ საბუთდება საერთაშორისო რეიტინგებით (როცა გაწყობს, „დიფ სტეიტის“ რეიტინგები სანდოა; როცა არა, მაგალითად, როცა დემოკრატიას გიწუნებენ, აღარაა სანდო. მაგრამ ეს ცალკე იყოს).

თუ დიაგნოზს რეიტინგებზე აგებ, მკურნალობის განსაზღვრაში რატომ აღარ იყენებ? განათლების ხარისხზე ვზრუნავო, ამბობ, თან სხვადასხვა უნივერსიტეტებში ხარისხის უთანაბრობას აცხადებ პრობლემად. მაშინ რა ლოგიკით ჩეხავ უნივერსიტეტს, რომლის პროგრამები ამავე რეიტინგებით სხვაზე მაღლა დგას?

როცა წყვეტ, რომელი პროგრამა დახურო და რომელი დატოვო, არც კი თვლი, რომ ხარისხი ფაქტორია – ამის მაგივრად შემოგაქვს „ტრადიციული პროფილის“ გაუგებარი კრიტერიუმი, რომელსაც ხარისხთან არავითარი კავშირი არა აქვს.

არსებული ნაკლოვანებების ჩამოთვლას დიდი ჭკუა არ სჭირდება; არგუმენტი და დასაბუთება იმას უნდა, შენი რეფორმა მდგომარეობას როგორ გამოასწორებს (თუნდაც ის რეიტინგი რის ხარჯზე ამაღლდება). ამის არგუმენტი მთავრობას საერთოდ არ აქვს და არც ეტყობა, რომ ამაზე უფიქრია.

კობახიძის მიერ ოპონენტებისგან „არგუმენტების“ აკვიატებული მოთხოვნა მარტივი დემაგოგიაა, რომელიც მის საკუთარ უარგუმენტობას ნიღბავს.

ცხადია, რაღაც აუდიტორიაზე ეს დემაგოგია ჭრის; დისკუსანტმა უნდა იცოდეს, ის როგორ ამხილოს. ეს უკვე დებატების ტექნიკაა – რაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობ“, – აღნიშნავს გია ნოდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...