spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15...

“ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში, მეტი არაფერია ჩადებული” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარში კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს მის მიმართ წარმოებული ახალი საქმის შესახებ და აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით პროკურატურას ფაქტიურად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია:

,,ჩემზე არაფერი არ არის!

სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში: ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, ქვეყანაში გვინდა დემოკრატია, ნორმალური განვითარება, განვითარებულ ქვეყნებს შორის რომ ვიყოთ.

ეს საქმე რაზეა იცით, რომ ჩვენ გავაჩეროთ ეს ბრძოლა, რომ ჩვენ უარი ვთქვათ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, უარი ვთქვათ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რომ ჩვენ გავჩუმდეთ.

ჩემი სახელი და გვარი, ცარიელი ფურცელი და 15 წელი არის ამ საქმეში, მეტი არაფერია ჩადებული.

პროკურორი, რომ დადგება ჰკითხეთ, აი კონკრეტულად ჩემზე – რა დევს საქმეში, თუნდაც ორი მტკიცებულება დაასახელოს.

რომ ამბობენ, მოსმენები, ჩანაწერები – ერთი მაინც მოიტანოს ჩემი მოსმენა, ან აუდიო ჩანაწერი, ან რამე, არც შეხვედრები არ დევს ჩემი. მოწმეებიც კი არ ჰყავთ, 15 წლიან მუხლზე მოწმე არ არსებობს, არავინ არ ჰყავთ.

უბრალოდ არის ცარიელი ფურცელი და გვეუბნებიან, რომ შეწყვიტეთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, შეწყვიტეთ ბრძოლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უარი თქვით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, ჩვენ ამის გვჯერა, გვწამს და ამიტომ ვართ პოლიტიკაში.

აი ესაა მთელი ამ საქმის შინაარსი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...