spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"მაგ ფენომენს ჰქვია მცირე განსხვავების ნარცისიზმი" - ნათია...

“მაგ ფენომენს ჰქვია მცირე განსხვავების ნარცისიზმი” – ნათია ფანჯიკიძე

სოციალურ ქსელებსა და რეალურ გარემოში ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე, კონფლიქტების მაპროვოცირებელ ფაქტორებსა თუ, ზოგადად, მწარე რეალობაზე საუბრობს ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:

რა მაგის პასუხია და დაკვირვებიხართ, ახლო-მახლო ხალხს შორის რომ მეტი შური და კონფლიქტია ან ერთნაირი ტიპები რომ ერთმანეთს მეტად კბენენ, ვიდრე მტრებს? მაგ ფენომენს ჰქვია მცირე განსხვავების ნარცისიზმი.

რაც უფრო ახლოა სხვა, მით უფრო ადვილად აღიქმება საფრთხედ მისივე ბაბლელის ნარცისული მთლიანობისთვის. დიდი განსხვავება შეიძლება იყოს ასატანი, მცირე განსხვავება კი ნურას უკაცრავად, დამეგობრების სურვილზე ხშირად იწვევს იდენტობის დაცვის მობილიზებას.

ჯგუფური მცირე განსხვავების ნარცისიზმი ძლიერია თვისებრივად ერთმანეთის მსგავს პოლიტიკურ ბანაკებს შორის (მაგ. ნაც-ქოც), რელიგიის (მართლმადიდებლების გარდა ქრისტიანი რომ არ უნდა ცხონდეს), თუნდაც თერაპიულ სკოლებს შორის (ორივე ადამიანს ვსწავლობთ, მაგრამ ჩვენ უკეთ და მათ არასწორად ესმით), მეზობელ ქვეყნებს, კულტურულად განსაკუთრებით ახლოებს შორის (რუსთაველი რომ “სომეხია” და ჩვენ რომ ვბრაზობთ) და ა.შ.

სოციალური ქსელების „შიდა ომებიც“ ერთ იდეოლოგიურ ჯგუფში უფრო ხშირად იმართება, ვიდრე “განსხვავებულში”.

ერთი სიტყვით, კონფლიქტის, შურის, ზიზღის და ეჭვის საფუძველი და სამიზნე უპირველესად ხდება არა “გადამთიელი”, არამედ მსგავსი ადამიანი, რომელიც თითქოს “ჩემს ადგილს იკავებს” და ამით შევიგრძნობ, რომ ჩემი უნიკალურობა შედარებითია, მირღვევს ეგოს ფანტაზიას ჩემი განსაკუთრებულობის შესახებ.

საბოლოო ჯამში, რომ გვიკვირს ხოლმე, ვიღაც “უსაფუძვლოდ” რატომ მერჩისო, პრაქტიკულად ეგზისტენციალური შიში აქვს, რომ შენი არსებობა მის “მეს” გაქრობით” ემუქრება.

ხოდა გამოლოცვა უნდა შიშს და შელოცვა უნდა ადამიანებში ისეთი უნიკალურობის განცდას, რომელიც არ მოითხოვს სხვის გაქრობას და გაუქმებას.

მაშასადამე, უნდა მოვფომფლოვდეთ ადამიანებო“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები: "ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...