spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გარედან დაფინანსებულ აქციაზე "გამჭირვალობის კანონის" გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს...

“გარედან დაფინანსებულ აქციაზე “გამჭირვალობის კანონის” გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი მედიასთან ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თხოვნის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ გამო ქვეყნის ხელისუფლებამ არგუმენტების გარეშე არაერთი შეურაცხყოფა და ცილისწამება მიიღო.

დავიწყოთ იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, როგორი შემოტევა, შეურაცხყოფა, ცილისწამება იყო. მაშინ გახსოვთ გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს, საუბარი იყო აღნიშნული კანონის გაუქმებაზე, არგუმენტი არავის ჰქონდა, თუ რატომ უშლიდა აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ გზას, დემოკრატიულ პროცესებს. დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეფასებით, ქვეყნის შიდა პოლიტიკის გარე ძალების მიერ დაფინანსება ყველა ქვეყნისთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა. კატეგორიულად მიუღებელია გარედან ფინანსდებოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკა. ეს პირდაპირ ჩარევა არის ჩვენს საქმიანობაში.

შემოდიოდა თანხები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აფინანსებდნენ ვითომ კეთილ პროექტებს. რეალურად კი თანხები მიდიოდა პოლიტიკაში, თანხები იხარჯებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, იყო არაერთი მცდელობა რევოლუციის მოწყობის, საზოგადოების გახლეჩვის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ყოველივე კატეგორიულად მიუღებელია.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ იცოდეს, საიდან შემოდის ქვეყანაში თანხები და რა საქმიანობისთვის იხარჯება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...