spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ამ პერფორმანსით, როგორც მეხსიერების აქტით, გამოვხატავთ მადლიერებას...

“ჩვენ ამ პერფორმანსით, როგორც მეხსიერების აქტით, გამოვხატავთ მადლიერებას მათ მიმართ, ვინც საკუთარი თავისუფლება ჩვენს თავისუფალ მომავალს შესწირა” – მოძრაობა “300 ქალი”

საპროტესტო მოძრაობა ,,300 ქალის“ ინიციატივით მონუმენტთან ,,საქართველოს მატიანე“ პერფორმანსი გაიმართა და განცხადება გავრცელდა:

ჩვენ შევიკრიბეთ სიმბოლურად მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“, რომელიც ეძღვნება საქართველოს ისტორიას.

და ახლა, როცა იწერება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია, მთავარ როლში არიან ჩვენი სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები. რეჟიმს ამჟამად ტყვეობაში ჰყავს 120-ზე მეტი ადამიანი… სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ათამდე ადამიანის განთავისუფლება მოხერხდა უკანონო პატიმრობიდან…

დიახ, სწორედ რეჟიმის ტყვეების სიმტკიცეა ჩვენთვის სამაგალითო, ვინც თავისი ცხოვრების ათასობით საათს გისოსებს მიღმა ატარებს, მაგრამ მაინც სჭექს მათი ბრძოლის და თავისუფლების ხმა ციხიდან.

ჩვენ ამ პერფორმანსით, როგორც მეხსიერების აქტით, გამოვხატავთ მადლიერებას მათ მიმართ, ვინც საკუთარი თავისუფლება ჩვენს თავისუფალ მომავალს შესწირა.

ჩვენ ვეუბნებით მადლობას გოგოებს და ბიჭებს, ქალებს და კაცებს, ვინც ციხის კედლებში არიან გამოკეტილნი, მაგრამ შინაგანად არ დამარცხებულან. მათი სიმტკიცე დღეს ქვეყნის სინდისის საზომი და ჩვენი პასუხისმგებლობაა!

„საქართველოს მატიანე“ გვიყვება იმ გმირებზე, რომლებმაც ისტორიის გზაზე მძიმე ფასი გადაიხადეს. ამ სივრცეში დგომით ვამბობთ, რომ დღევანდელი რეჟიმის ტყვეები ამ მატიანეს ცოცხალი გაგრძელებაა.

დღეს ჩვენ გვინდა გითხრათ მადლობა თქვენი ისტორიული ბრძოლისთვის! როგორც ეს მონუმენტი ინახავს წარსულს, ასე შეინახავს საქართველო თქვენ სახელებს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასს და ღირსების ისტორიას.

საქართველო ევროპის ნაწილია. გვჯერა და გვწამს რომ ქართველი ხალხის უწყვეტი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გამარჯვებით დასრულდება. მანამ კი გაიგონეთ ყველგან მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროში ჩვენი, რეჟიმის ტყვეების ხმა, ეს არის თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლის ხმა და მეტად გაგვაგონეთ თქვენი ხმაც!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას მოძრაობა “300 ქალი” ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტები: "ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...