spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ ისე, როგორც...

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისიდან – მარნეულში. ასევე 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისითაც, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისა. მთავრობის მეთაურმა ტურიზმის შესახებაც ისაუბრა და ამ მხრივ კონკრეტული გეგმები წარმოადგინა:

უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, ეფექტურად და სწორედ დავიცავთ დადგენილ წესებს, მეტი შესაძლებლობა გვექნება სწრაფად ავამუშაოთ ეკონომიკა, რაც ჩვენი მიზანია.

მოგეხსენებათ, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა ქალაქებში – რუსთავი და გარდაბანი. ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინო ზონა მარნეულში და ჩვენი ამ რეგიონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ ისარგებლონ გადაადგილების იმ შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე.

ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული ცოტა ადრე გადავდგათ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სამედიცინო ცენტრები, რაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაზეც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. მოგეხსენებათ, რომ პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ეპიდემიასთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს მოლაპარაკებები მისაღები შედეგით დასრულდება და პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ტურიზმის მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას, საქართველოში სულ მალე მივიღოთ ტურისტები ამ ქვეყნიდან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, ჩვენს მეზობლებთან და ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი. მაგრამ ამისთვის უცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...