spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა ფაქტებით და ციფრებით ელაპარაკები ცახცახი ეწყება და...

“როცა ფაქტებით და ციფრებით ელაპარაკები ცახცახი ეწყება და რობოტივით მონოტონური ხდება” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეზე

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და მიაჩნია, რომ მასთან დებატების გამართვა მიუღებელია:

ჩემი პირველი და უკანასკნელი პირდაპირი შეხება კობახიძესთან იყო 7 წლის წინ, როცა მაუწყებლობის კანონში ცვლილებებს განვიხილავდით და კომიტეტის დარბაზიდან მანდატურით გაგდებით დამემუქრა. თუმცა, მე თვითონ გავედი, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მაგ არსებასთან ერთად ერთ დარბაზში გაჩერება.

სარეკლამო ბაზარზე ვდაობდით. კომიტეტამდე ვიმუშავეთ მედიამ და გავუგზავნეთ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრები – ვორდში, ექსელში, პედეეფში, ლარში, დოლარში, შედარებული და გაანალიზებული, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი იკლებს ქვეყანაში. კობახიძე ამტკიცებდა, რომ ეს ტყუილია. რობოტივით იმეორებდა. ოფიციალურ ციფრებზე გაიძახოდა, რომ ტყუილია. როცა ფაქტებით და ციფრებით ელაპარაკები ცახცახი ეწყება და რობოტივით მონოტონური ხდება. შავზე შეუძლია ამტკიცოს რომ თეთრია. გაოგნებული ვუყურებდი. მაშინ შევარქვი აგრესიული სოციოპათი.

ვინც მაგასთან დებატებს აპირებთ, უბრალოდ იდიოტებად გთვლით. სრულ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ანუ იმას, რომ ბოლო წლებში ოფიციალურად რუსეთის ჯალათად გადაიქცა, მავნებელ იდიოტებადაც მიმაჩნიხართ. ბოდიში პირდაპირობისთვის“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“როცა სისტემა თავად ქმნის მონსტრებს, ცხადია, ჯანსაღი ვერაფერი აღმოცენდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...