spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "რას ნიშნავს პირადი გამბედაობა და თავდადება,...

მიხეილ სააკაშვილი: “რას ნიშნავს პირადი გამბედაობა და თავდადება, გთავაზობთ შკალას მიშასგან”

შიშის დაძლევისა და გამბედაობის 4 საფეხურის თაობაზე აკეთებს განმარტებებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ახლა თითოეულ ნორმალურ ქართველს უდგას დილემა ან თავი გადაირჩინოს – წავიდეს შიდა ემიგრაციაში, ე.ი. არაფერი შეიმჩნიოს, მიიღოს თამაშის მუდმივად გაუარესებადი წესები და გააგრძელოს აქ ცხოვრება, ან წავიდეს გარე ემიგრაციაში, გადაშალოს მის და მისი შვილების ცხოვრებაში საქართველოს ფურცელი ანდა გადაწყვიტოს, რომ მზად არის თავგანწირვისთვის და ბოლომდე ეკვეთოს რეჟიმს.

მე ეს ბოლო ამოვიჩემე, მიუხედავად ჩემი ძალიან კომფორტული და დაფასებული ცხოვრებისა უკრაინაში.ახლა როგორც არასდროს მჯერა, რომ სწორედ თითოეულის ინდივიდუალური თავგანწირვა გადაარჩენს თითოეულს და ქვეყანას.

გარდა ამ რეჟიმთან ყველა მეთოდით ბრძოლისა და პირადი თავდადების სხვა არაფერი გადაგვარჩენს. საქართველოს სჭირდება გმირები არა უბრალოდ წიგნებში. ახლა არის დრო, რომ დავამტკიცოთ რომ ის ისტორია, რომელიც ვისწავლეთ, მოგონილი არაა და მართლა ვართ არსებობის ღირსი.

რას ნიშნავს პირადი გამბედაობა და თავდადება, გთავაზობთ შკალას მიშასგან:

პირველი საფეხური – არ შეგეშინდეთ თქვენი პოზიციის ხალხში ხმამაღლა დაფიქსირება დაპოსტვის, დალაიქების. ნუ შეგეშინდებათ ახლობლების, თანამშრომლების ალმაცერი მზერის, მათი მხრიდან გაკიცხვის.

მეორე საფეხური – არ შეუშინდეთ საპროტესტო აქციებში ჩართვას, მიუხედავად რისკისა სამსახურის და შემოსავლის დაკარგვის.

მესამე საფეხური – არ შეგეშინდეთ დაპატიმრების, დარბევის, ფიზიკური თავდასხმის.

მეოთხე საფეხური – არ შეგეშინდეთ თქვენი სამშობლოსთვის და თქვენი შვილებისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვის, როგორც თავგანწირვის უმაღლესი ფორმის.

მე ოთხივე საფეხური გავლილი მაქვს და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენ. ამის გარეშე ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას და მომავალს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ქართულ ოცნებას” წარმოდგენა არ აქვს რა სჭირდება ქართველ ხალხს” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პოლიტიკური შეფასებებით და...

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...