spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვაქციოთ "მოსკოვის მექანიზმი" მოსკოვთან რეალურ მოლაპარაკებად და დავიბრუნოთ...

“ვაქციოთ “მოსკოვის მექანიზმი” მოსკოვთან რეალურ მოლაპარაკებად და დავიბრუნოთ სამშობლო!” – ლალი მოროშკინა

ეუთოს ფარგლებში 24-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით “მოსკოვის მექანიზმი” აამოქმედეს. ფაქტს კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:

ე.წ. “მოსკოვის მექანიზმით” რომ უფრო გვახუტებენ მოსკოვს ხომ ხვდებიან?

ანუ, ევროპა ხისტად გსჯის იმიტომ, რომ კარგი ხარ; რომ ლგბტ არ მიიღე; რომ ბავშვების სქესის გადაკეთებაზე უარი თქვი; რომ ეკლესია არ უარყავი; რომ საკუთარ ფესვებს პატივს სცემ.

მოსკოვი გაძლევს იაფ დენს, წყალს, გაზს, პურს, შაქარს, წიწიბურას, ზეთს, კარაქს, მედიკამენტებს, ინახავს მილიონ ორასი ათას ქართველს, გაძლევს უფასო სწავლების საშუალებას და არ ითხოვს შენს გაროზგვას.

დაკარგული ტერიტორიებიო – მკითხავთ.

დიახ, წაქეზებით და უგუნურობით დავკარგეთ, ევროპამ მხოლოდ იხეირა შუამავლის როლით და სანტიმეტრი არ დაგვიბრუნა.

ახლა დროა პასუხის, დროა მოლაპარაკების და დროა ევროპელებისთვის სიმართლის თქმის.

მედალს ორი მხარე აქვს.

დაე, ვაქციოთ ევროპული სადამსჯელო აქტი “მოსკოვის მექანიზმი”- მოსკოვთან რეალურ მოლაპარაკებად და დავიბრუნოთ სამშობლო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

ინფორმაციისთვის: “მოსკოვის მექანიზმი” ადამიანის უფლებათა დაცვის ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც მასში მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, ეუთოს რეგიონში ადამიანური განზომილების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გადაუდებელი და რთული დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი, სპეციალური საექსპერტო მისიები ჩამოაყალიბონ. “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს შეიქმნა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გამოდის, რომ საერთოდ არანაირი კოალიცია არ გვინდა, ერთი ძლიერი ლიდერია საჭირო” – გია ნოდია

პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, უნგრეთსა და საქართველოს შორის ერთგვარ პარალელის...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...