spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს" -...

“არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს” – კახა კალაძე

დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს და ზემოდან უყუროს“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ევრობიუროკრატების დუმილი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მათი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ კრიტიკული იყო.

ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, სხვა არაფერი. საქართველო პატარა ქვეყანა ნახეს. ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან მთელი ბოლო წლების განმავლობაში, თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენი მხრიდან დაშვებული იყო შეცდომები, რომ ამ ადამიანებს ყველაფრის უფლება მივეცით. გაიხსენეთ ის წლები, როდესაც ისინი თუნდაც რაიმე განცხადებას გააკეთებდნენ, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, არავინ შედიოდა შინაარსში, არავინ ახორციელებდა პოლემიკას ამა თუ იმ საკითხზე. უცხოელმა რადგან თქვა, ეს იყო სრული ჭეშმარიტება. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ეს იყო ჩვენი პრობლემა, ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები.

თუმცა, დღეს საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო აბუჩად მოიხსენიოს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ჰქონდეს ზემოდან ყურების დამოკიდებულება.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

რაც შეეხება იმას, რაც ხდება ამერიკაში, ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. ყველას აქვს პრობლემები, უპრობლემო ქვეყანა არ არსებობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და მივხედოთ ქართველ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“ცესკო არ დატოვებს უყურადღებოდ არცერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების...

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ",...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...