ორშაბათი, იანვარი 26, 2026
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მისი მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ, მთელი ერისთვის მიხა...

“მისი მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ, მთელი ერისთვის მიხა მისაბაძი ადამიანია და ყველა პატრიოტი ადიდებს მის სახელს!” – ლაშა დიაროვი

ქართველი პოეტის, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილის და “შეფიცულთა რაზმის” წევრის მიხა ხელაშვილის მკვლელობიდან 100 წელის გავიდა. ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით ემოციურ და ოპტიმისტურ შეფასებებს აკეთებს სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში, “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ლაშა დიაროვი:

მიხა ხელაშვილი რუსეთის ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი რაინდია! მიხამ 25 წელი იცოცხლა მხოლოდ და ამ 25 წლის განმავლობაში შეძლო გამხდარიყო მებრძოლი, შეუპოვარი, ვაჟკაცი ქართველის სახე! ახლაც კი, მისი მკვლელობიდან ასი წლის შემდეგ, მთელი ერისთვის მიხა მისაბაძი ადამიანია და ყველა პატრიოტი ადიდებს მის სახელს! დროა, ამ ქვეყანაში მიხა ხელაშვილის მოდგმამ დაამარცხოს ყორღანაშვილისა და ორჯონიკიძის მოდგმა!

მოღალატე კომუნისტები, რომლთაც საქართველოს წაართვეს დამოუკიდებლობა, შემოუძღვნენ ქვეყანაში მტერს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს, მაშინდელ პატრიოტებს ყაჩაღებსა და უცხო ქვეყნის აგენტებს ეძახდნენ, სწორედ ისე, როგორც დღეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მიხა ხელაშვილი მტრებად იყვნენ შერაცხულნი, უხსენებელი სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი გმირებად, თუმცა ისტორიამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა!

დღეს ქაქუცა და მიხა პატრიოტიზმის სიმბოლო არიან, სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი მოღალატეები! ზუსტად ასევე იქნება სულ ცოტახანში, ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ქოცად ყოფნა ისეთივე სამარცხვინო გახდება, როგორც კომუნისტობაა დღეს.

ქოცს ოფიციალურად ეწოდება მოღალატე და ქვეყნის მტერი, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლ სინდისის პატიმრებს ისტორია და ქართველი ერი გმირებად შერაცხავს! ეს დრო შორს არაა! გვახსოვდეს, ქოცი არის მოღალატე და ბოლშევიკი, ამ ქვეყნის მტერი, ხოლო ქოცთან მებრძოლი თითოეული ადამიანი პატრიოტი და გმირია!

ბრძოლა ბოლომდე! ქოცობა სირცხვილია! ცეცხლი ოლიგარქიას!” – აცხადებს ლაშა დიაროვი.

ინფორმაციისთვის: მიხა ხელაშვილი, ბოლშევიკებმა, 1925 წელს, თავისი 25-ე დაბადების დღეზე მოკლეს…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მოვედი რომ გითხართ – იმედი არის და თავისუფლება და ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა”...

თავის სასამართლო პროცესს დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს...

“მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ!”...

ზვიად ცეცხლაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში (რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონის"...

“სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების...

“სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანა სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს” – უწყების განცხადება

პატიმრობაში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნანა სანდერმა განცხადება გაავრცელა, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” –...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ...

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ...

“ეს ჩემი საფიქრალი არ არის, იკითხოს და იმტვრიოს თავი ივანიშვილმა😊” – ლელა ჯეჯელავა

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით სკანდალურ მოსაზრებას...