,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობის შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარში შეფასება-განმარტებებს აკეთებს მის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით:
„რაც შეეხება ამ ახალ საქმეს – ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან. მომივიდა საქმე და საქმეში რა არის? ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი. მეტი არაფერი არ წერია, საერთოდ არაფერი არ არის საქმეში.
მე ვეუბნები საზოგადოებას, რომ ესაა რა რეალობაშიც ვცხოვრობთ. ასეთ რეალობაშია არავინ უნდა იცხოვროს.
ამიტომ ვამბობ, რომ ეს საქმე არის არაფერი. მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე შეწყდება. მაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეშიც და ჩვენს ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ! მე მაქვს რწმენა იმის, რომ ყველანი ერთად, ძლიერად და ღირსეულად შევაბიჯებთ ევროკავშირში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


