spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონო ბიძინა, თქვენს მიმართ მადლიერებით და პატივისცემით მყოფ...

“ბატონო ბიძინა, თქვენს მიმართ მადლიერებით და პატივისცემით მყოფ ადამიანებს თქვენთან უშუალოდ შეხვედრა და სამომავლო პერსპექტივის დანახვა გვინდა” – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას სკანდალური მინიშნებები, კონკრეტული აქცენტებით და შეთავაზებებით:

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ბატონო ბიძინა,
გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, ვიცი რომ ათასობით ადამიანის აზრს გამოვხატავ და ამიტომ ვაქვეყნებ სოც.მედიაში ამ წერილს, ვიცი რომ აუცილებლად წაიკითხავთ.

ჩვენი ბოლო შეხვედრა არც თუ დიდი ხნის წინ იყო .არასოდეს დამავიწყდება თქვენი სიტყვები: “მე მიშას კი არ ვებრძვი,არამედ მძლავრ აგენტურულ ქსელსო“.

დიახ! დღეს ალბათ სტამბოლთან ერთად მეორე ქალაქი ვართ, სადაც მსოფლიო სადაზვერვო სამსახურებია კონცენტრირებული, რატომ? იმიტომ რომ მსოფლიო გადანაწილების დროს, საქართველოს ენიჭება უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ შეგვრჩება კი სამშობლო, თუ ვიქნებით ტერიტორია იმ ტურბულენტურ ზონაში, რომელშიც ახლა შევდივართ?

შესანარჩუნებელია “ოცნების” და პირადად თქვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი – მშვიდობა!

სანამ სამი მონსტრი სახელმწიფო ინაწილებს მსოფლიოს, აქა-იქ ისმის კავკასიის როლი და ფუნქცია და ის, თუ ვის ხელში აღმოვჩნდებით.

ძალიან მაფიქრებს ტრამპის დაინტერესება სომხეთით. ე.წ.”ტრამპის გზა”. აზერბაიჯანს ისედაც ყავს საკუთარი ერთმორწმუნე, ერთენოვანი ქომაგი თურქეთი.

სად ვართ ჩვენ?

საგარეო უწყების ბოლო ორი განცხადება, ჯერ ბანდერას მადიდებელი, პეჩორის ლავრის გამანადგურებელი და ქრისტიანობასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერა ჰააგაში და რუსების გასამართლების მოთხოვნაზე ხელის მოწერა, მაშინ როცა თურქეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავი შეიკავეს (16 დეკემბერი).

შემდეგ რუსეთის ახალი რესპუბლიკებიდან ხალხის არ შემოშვება, საქართველოს საზღვარზე, მათ შორის, აფხაზეთში დაბადებული ქართველების, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, შესაძლებელია იმ ტრიგერად იქცეს, რასაც ჩვენი მილიონიანი, საშოვარზე წასული ქართველობის რუსეთიდან გამოძევება მოჰყვება.
ამის მაგალითი სამწუხაროდ არსებობს.

იმ ვითარებში, როდესაც არ გვყავს აშშ-ს ელჩი, ვეჩხუბეთ (სამართლიანად) გერმანიის ელჩს. ცუდი ურგიერთობა გვაქვს საფრანგეთის საელჩოსთან, აღარაფერს ვამბობ ევროკავშირზე, არ შემოვიდნენ ჩინური ბანკები, რაც ამოასუნთქებდა უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას.

სულ უფრო მძაფრდება დაუცველობის სინდრომი, ხოლო ამდენი კონცერტი, შოუ-პროგრამები და მე მაპატიეთ, ცოტა ზედმეტი ზიზილ-პიპილები, “ლხინი ჭირის დროს” შეგრძნებას ბადებს.

საყურადღებოა კრემლის პროპაგანდისტის დუგინის განცხადება, რომ არ იარსებებენ ე.წ. ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებსაც ბირთვული პოტენციალი არ აქვთ. (ჩვენც გვიგულისხმა).

ამასობაში, თურქეთის უფრო მეტ რუკაზე მონიშნულია ბათუმი, როგორც თურქული ქალაქი და შესაბამისად “ყარსის” ვადაგასული ხელშეკრულება უფრო აქტუალური ხდება.

ერთი გასროლა ბათუმში და აჭარა, ნახევარი გურიით თურქეთის მხარეს აღმოჩნდება, ხოლო საქართველო ახალი პოლიგონი გახდება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, რაზეც ასე ოცნებობენ ჩასაფრებული მტრები.

არასოდეს არ შემშინებია, არც ახლა მეშინია და როგორც ერთი ჯარისკაცი, ჩემი შვილებიანად მზად ვარ შევწირო თავი სამშობლოს.

ჩემს გვერდს სოც.მედიაში 14.მილიონი გამომწერი ჰყავს, შესაბამისად ვიცი, ყველა აქ დაწერილი სიტყვა მიდის ადრესატამდე.

ბატონო ბიძინა, თქვენს მიმართ მადლიერებით და პატივისცემით მყოფ ადამიანებს თქვენთან უშუალოდ შეხვედრა და სამომავლო პერსპექტივის დანახვა გვინდა.

იქნებ დავუშვათ საბჭოს არსებობა, რომელიც ერთგვარი სათათბირო იქნება. (მათ შორის თქვენი მეგობარი ექიმების და მეცნიერების მონაწილეობით) ამის აუცილებლობა მას მერე გაჩნდა, რაც ციხე აივსო “ოცნების” მაღალჩინოსნებით.

შესაბამისად, ყველაზე მძიმე სიტუაცუაში თქვენი ერთგული ადამიანები აღმოჩდნენ, რადგან არ ვიცით რა ხდება სინამდვილეში და ვის ვენდოთ.

გასაგებია, რომ ბრიტანული დაზვერვა ხელს არ გვიშვებს და ოპოზიციაზე არნახული ფული იხარჯება, შესაბამისად გადაბირების მცდელობა სამთავრობო მაღალჩინოსნებთან მიმართებაში როგორც არასდროს მაღალია.

ვფიქრობ ექსპერტთა სათათბირო, როგორც ერთ დროს, ექსპერთა კლუბი თქვენი ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი შეღავათი იქნება დეზორიენტირებული თანამოქალაქეებისთვის.

დიდი პატივისცემით და მადლიერებით,
თქვენი და ქალბატონი ეკას მიმართ.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი და მწერალი
ლალი მოროშკინა
20.01.2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...